среда, 27 октября 2010 г.

პროექტი


1.პროექტის სახელი:  ფუტკარი
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ ფუტკარი როგორც მწერი. მიიღონ მასზე ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებას

3. პროექტის  სრული აღწერა: ფუტკრები ათასობით და ათიათასობით ცხოვრობენ პატარა ვიწრო სკაში. .
    ფუტკარი ტანით არის პატარა,მსუბუქი, მეტად მხნე და გამრჯე.მთელი დღე მხიარულად დაბზუის ერთი ყვავილიდან მეორეზე,ღრმად ყოფს პატარა დინგს ყვავილის გულში და წუწნის ტკბილ წვენს, რომელიც მისი მუცლის წინა ნაწილში თაფლად იქცევა.შეფრინდება სკაში, იპოვის ცარიელი ფიჭის ექვსკუთხა უჯრას,შიგ მოათავსებს თაფლს და უკეთებენ ფიჭის სახურავს, რომ თაფლი უფრო სუფთად შეინახონ.

4.მონაწილეთა ასაკი:  7–8 წელი.

5.ხანგრძლივობა:  ერთი კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობები:  მოსწავლეები აღწერენ ფუტკარს.მის სარგებლობას ადამიანებისათვის.ადგენენ მცირე მოცულობის ტექსტს. იხსენებენ გამოცანებს

7.მოსალოდნელი შედეგი:  მოსწავლე იღებს სრულ ინფორმაციას ფუტკრის შესახებ, რომ ის მხოლოდ უბრალოდ მწერი კი არ არის, არამედ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

8.სამუშაო ენა:  ქართული ენა.

9.სარგებელი სხვებისათვის:  მოსწავლე იხსენებს მსგავსი თემატიკის ნაცნობ ტექსტებს,მულტფილმებს,ილუსტრაციებს. მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის ილუსტრაციებს.სარგებლობს სკოლის ბიბლიოთეკით და ინტერნეტით, რომ მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია მწერებზე,კერძოდ ფუტკარზე.

10.საგნებთან ერ.სასწ. გეგმასთან კავშირი. ქართული, ბუნება.

11.პროექტის ავტორი.ხათუნა კვიჟინაძე

12.ავტორის ელ.ფოსტა.xatunakvijinadze@gmail.com

13.პროექტის ბლოგი xatunakvijinadze.blogspot.com